თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს სემესტრის ბოლოს ეწვევა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, ტასილო შმიტი.
ხუთშაბათს, 29 ივნისს, 17.00 საათზე ტასილო შმიტი წაიკითხავს მოხსენებას: "ნერონი კორინთოში". მოხსენება წარიმართება გერმანულ ენაზე და პარალელურად ითარგმნება ქართულად.
ღონისძიება ჩატარდება სემინარების, მოხსენებებისა და პრეზენტაციების ციკლის - "აგორას" ფარგლებში.
ამასთანავე, პარასკევს, 30 ივნისს, 16.00 საათზე, ტასილო შმიტი სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარებს სემინარებს. სემინარები ჩატარდება ინგლისურად.
ლექცია და სემინარები ჩატარდება თსუ მერვე კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13).